26 ნოემბერი 2024,   22:23
ვრცლად
გარდაცვლილი 3 მოქალაქე უკვე გადასვენებულია საქართველოში, დანარჩენზე საელჩოს საკონსულოს სამსახური მუშაობს - საქართველოს ელჩი თურქეთში

სტიქიის ზონაში მყოფი ქართველი დიპლომატები - ელჩის ხელმძღვანელობით, თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამჟამად ქალაქ ქაჰრამანმარაში იმყოფებიან, ჩაიტანეს ჰუმანიტარული ტვირთი.

მანამდე გიორგი ჯანჯღავა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად ქალაქ ადიამანში იმყოფებოდა, შეხვდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ქართველ მაშველებს, რომლებიც უკვე მე-6 დღეა სტიქიის ზონაში მუშაობენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს დაახლოებით100 მოქალაქის ადგილსამყოფელია დადგენილი და ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი. დამანგრეველ მიწისძვრას თურქეთში საქართველოს 5 მოქალაქე ემსხვერპლა - ნაწილი საქართველოში უკვე გადმოსვენებულია.

"მოვინახულეთ ჩვენი მაშველები. მინდა გითხრათ, რომ თურქები არიან აღფრთოვანებულები ჩვენების მუშაობით. 3 ადამიანი გადაარჩინეს, კიდევ მიდის მუშაობა.

როგორც მოგეხსენებათ, დადასტურდა საქართველოს 5 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, რაც უკვე გავაჟღერეთ. 3 უკვე გადასვენებულია საქართველოში, დანარჩენზე მუშაობს საელჩოს საკონსულოს სამსახური, ისინიც გადასვენდებიან საქართველოში," - აცხადებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში გიორგი ჯანჯღავა.

დღის ამბები