26 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ჯანმოს ხელმძღვანელი ალეპოში ჩავიდა - სირიაში მან 290 000 დოლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო დახმარება ჩაიტანა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მიწისძვრით დაზარალებულ სირიის ქალაქ ალეპოში ჩავიდა. მან დაზარალებულები მოინახულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სირიაში ჰუმანიტარული მისიით გაემგზავრა და 290 000 დოლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო დახმარება ჩაიტანა. მისი განცხადებით, მომდევნო დღეებში სირიაში დახმარების კიდევ ერთი პარტია 37 ტონა ტვირთი ჩავა, რომელიც 300 ათასი ადამიანისთვისაა გათვლილი.

დღის ამბები