26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან, მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის გაწეული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

როგორც უწყებათაშორისი ჯგუფის წარმომადგენლებმა მთავრობის მეთაურთან აღნიშნეს, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო თავს ღირსეულად გაართმევს და მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით, საპატიო ადგილს დაიმკვიდრებს. ახალი ინფრასტრუქტურა კი, სამომავლოდ ბაკურიანში ჩასულ დამსვენებლებს მოემსახურება.

დღევანდელ თათბირს ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე. მისი განცხადებით, შს სამინისტროს თანამშრომლები, ჩემპიონატის მიმდინარეობის პერიოდში, უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.



დღის ამბები