სამხრეთ თურქეთში შენობის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ჩვილი ცოცხალი გამოიყვანეს. ბავშვი, რომელიც სავარაუდოდ ორი თვის არის, ჰატაის პროვინციაში, მაშველებმა ნანგრევების ქვეშ 128 საათის გატარების შემდეგ გადაარჩინეს და სამედიცინო დახმარებისთვის ჯანდაცვის გუნდებს გადასცეს.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ორშაბათს სამხრეთ თურქეთში მომხდარ ორ ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 20,937 ადამიანი ემსხვერპლა და 102,388 დაშავდა.
7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრების შედეგად, რომლის ცენტრი კაჰრამანმარას პროვინციაში იყო, 13 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის ჰატაიში, გაზიანთეპში, ადანაში, ადიამანში, დიარბაკირში, კილისში, მალათიაში, ოსმანიეში და შანლიურფაში.