26 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
მორიგი დახმარება თურქეთს საქართველოდან - პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის საელჩოს გადაეცა

მორიგი დახმარება თურქეთს საქართველოდან - პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადაეცა.

გაიგზავნა პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები. ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა ქველმოქმედებისთვის თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს.

პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საქველმოქმედო აქციას მოხმარდა 2022 წლის დეკემბერში არასაპატიო გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხაც.

დღის ამბები