26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
თურქ ხალხს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, დავავალე უკვე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა თურქ ხალხს და მათ პრეზიდენტს დამანგრეველი მიწისძვრის გამო და აღნიშნა, რომ საქართველომ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს მეგობარ სახელმწიფოს:

"თურქეთში რაც მოხდა, ეს საშინელი ტრაგედიაა. მინდა ჩვენს მოძმე ხალხს თურქებსა და პრეზიდენტ ერდოღანს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო. ჩვენ მათ მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, მე დავავალე უკვე შესაბამის უწყებებს და დაიწყეს უკვე მზადება სოლიდური ჰუმანიტარული ტვირთის გასაგზავნად, რომელიც ორშაბათ-სამშაბათს გაიგზავნება თურქეთში. ამის გამო ჩვენ მილიონი ლარი გამოვყავით. მთავრობის გარდა, კერძო სტრუქტურებიც არიან ჩართულები ამ საქმეში, პარლამენტიც და სხვა უწყებებიც,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები