26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს - ის წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს

"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის პირველი სასამართლო სხდომა ამ წუთებში იწყება. ბადრი ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლო მსჯელობს, მანამდე კი დაკავებულის ოთხ უმძიმეს ბრალს კიდევ ერთი დაემატა. ტერორიზმში ბრალდებულს საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვასაც ედავება. საუბარია დაკავებისას ამოღებულ იარაღზე.

ცნობილი გახდა, რომ დაკავებისას ესებუას "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პასპორტი და რუსული რუბლი აღმოაჩნდა. თავად ბრალდებული ქუთაისის ციხიდან გუშინ ბათუმში გადაიყვანეს.

ბადრი ესებუა არც წარდგენილ ახალ ბრალდებაში ცნობს თავს დამნაშავედ. სასამართლო სხდომას ესებუას მშობლები ესწრებიან.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

 

დღის ამბები