26 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
პრეზიდენტის შეფასება კობახიძისა და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით,  სრულიად ადეკვატურია - სალომე სამადაშვილი

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეფასება  "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მისამართით ადეკვატურია.

"მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის შეფასება კობახიძის და "ქართული ოცნების" სხვა წარმომადგენლების განცხადებასთან დაკავშირებით არის სრულიად ადეკვატური. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ეს არის ტყუილი, მოგონილი "ქართული ოცნების" მხრიდან,  რომ ჩვენს ქვეყანას ვიღაც ომში ჩართვას სთხოვს. ამ ტყუილის მიზანია, დააშინოს საზოგადოება, რომ ამ შიშით „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნოს ხელისუფლება," - აცხადებს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები