თურქეთის დამანგრეველი მიწისძვრიდან მეხუთე დღე - 10-ვე პროვინციაში, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, სამაშველო სამუშაოები კვლავ 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ნანგრევებიდან ცოცხალი ადამიანების ამოყვანის შანსი ყოველ გასულ საათთან ერთად იკლებს.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად სირიასა და თურქეთში 21 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული. უამრავი ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოქცეული.
დაზარალებულთა დასახმარებლად და ინფრასტრუქტურის აღსადგენად მსოფლიო ბანკი თურქეთს მილიარდ 780 მილიონი დოლარის გამოყოფას დაჰპირდა.
გუშინ გაეროს პირველი დახმარება შევიდა სირიაშიც - ქვეყანაში, სადაც მრავალწლიანი შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე ისედაც ჰუმანიტარული კრიზისია.