26 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
სირიასა და თურქეთში დაღუპულების რაოდენობამ 19700-ს გადააჭარბა - მსხვერპლის ზრდასთან ერთად, ერდოგანის კრიტიკაც იმატებს

მიწისძვრის შედეგად 19 700 გარდაცვლილი სირიასა და თურქეში - ასეთია ამ წუთებში არსებული სტატისტიკა, თუმცა უამრავი ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ ნანგრევებშია მოქცეული. 

მხოლოდ თურქეთში მიწისძვრას უკვე შეეწირა 16 000-ზე მეტი ადამიანი. რაც უფრო იზრდება მსხვერპლის რაოდენობა, მით უფრო იმატებს ქვეყანაში ერდოღანის კრიტიკა, რომელსაც 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები აქვს მოსაგები, თუმცა პრეზიდენტის გარემოცვამ უკვე დაიწყო საუბრები არჩევნების თარიღის შესაძლო გადატანის თაობაზე.

ამ დროისთვის თურქეთში 56 ქვეყნიდან 6 500 მაშველი მუშაობს, გზაშია კიდევ 19 ქვეყნის სამაშველო ბრიგადა. სულ თურქეთს დახმარება 95-მა ქვეყანამ და 16-მა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაუწია.

ბევრად რთულადაა საქმე სირიაში, სადაც ისედაც ჰუმანიტარული კრიზისია. ამას ემატება მრავალწლიანი შეიარაღებული კონფლიქტი. მიწისძვრით დაზარალებული რეგიონი ახლაც სამოქალაქო ომის ზონაა.

მის ნაწილს ამბოხებულები, ნაწილს კი ასადის ხელისუფლება აკონტროლებს. მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ დღეს პირველად გადალახა სირიის საზღვარი გაეროს ჰუმანიტარულმა კოლონამ.

დღის ამბები