თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი ქართველი კომპოზიტორების ახალ ნაწარმოებებს შეასრულებენ.
საუბარია სულ 7 კომპოზიციაზე, რომლებიც კომპოზიტორთა ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები არიან.
ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ- კულტურულ ცენტრში ახლა კონცერტის წინა რეპეტიციები მიმდინარეობს.
კლასიკური მუსიკის საღამოებს, რომლებიც 11 თებერვალს და 18 მარტს გაიმართება, დავით მუქერია უდირიჟორებს.