26 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
გიგი უგულავას თქმით, სტრასბურგმა მის მიმართ კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი და მესამე პუნქტების დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელიც იუსტისიიც სამინისტრომ გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გიორგი უგულავას დაკავება იყო კანონიერი და  პოლიტიკური მოტივები არ იკვეთებოდა, თავად უგულავა ეხმაურება. 

მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოში მოიგო.

"სტრასბურგის სასამართლოში ქოცებს მოვუგე კონვენციის 5 მუხლის 1 და 3 პუნქტები.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე დარღვევები ნაწილობრივ დაადგინა და სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 10 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით:

დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) 2014 წლის 3 ივლისიდან 2015 წლის 2 აპრილამდე პერიოდში დაკავებისა და წინასწარი პატიმრობის საქმეზე;

დადგინდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა 2015 წლის 2 აპრილიდან 17 სექტემბრის ჩათვლით წინასწარი პატიმრობის საქმეზე;
დაირღვა მე-5 მუხლის მესამე პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
მოგეხსენებათ, ამათ მე მრავალჯერ დამიჭირეს. 2020 თადუმაძე & კომპანიის განაჩენიც გასაჩივრებულია სტრასბურგში, წარმოებაში მიღებულია და იქაც გამარჯვებას ველოდები.

მთავარი, რაც მიხარია არის ის, რომ სტრასბურგის სასამართლომ პრაქტიკულად ბეჭედი დაასვა 9 თვეზე მეტ ხანს წინასწარი პატიმრობის მავნე პრაქტიკას, რაზეც Salome Zourabichvili გვიხსნიდა - რომც შეიწყალოს სააკაშვილი, მას წინასწარი პატიმრობით ოცნება ისევ დაიჭერსო. ტყუილია ეს!" - აცხადებს გიგი უგულავა.

დღის ამბები