26 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
ქართველი მეხანძრე-მაშველები თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ორ ლოკაციაზე განაგრძობენ

ქართველი მეხანძრე-მაშველები თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს გაძლიერებული ძალებით ორ ლოკაციაზე განაგრძობენ. სამაშველო ღონისძიებაში 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობითაა ჩართული.

ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ ქართველი კინოლოგები და მაშველი ძაღლები. ადგილზე მოქმედებს საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაძლიერებულ რეჟიმში ახორციელებს სამაშველო ღონისძიებას თურქეთის ქალაქ ადიამანში. ადგილზე მობილიზებულია 100 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით. მეხანძრე-მაშველები უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ცდილობენ ეფექტიანი დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულ მოსახლეობას," - განაცხადა მეხანძრე-მაშველების წარმომადგენელმა.

დღის ამბები