26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა რევოლუციური ფორმატი - დარეჯან ცხვიტარია ხაბეიშვილზე

სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე და როგორ დააანონსა ლევან ხაბეიშვილმა რევოლუციური ფორმატი?! - ამის შესახებ ნაცმოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ნიჰილიზმს იწვევს ის, როცა არაფერი გიჭირავს  ხელში და მოქალაქეებს ელაპარაკები, ამას გავაკეთებო. 

„საუბარია დაპირისპირება უნდა შეწყდესო, მაგრამ რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ, აბსურდი იქნება არ ვილაპარაკო ამ მოცემულობაზე. როდესაც არჩევნების წინა პერიოდში ბატონი ლევანი მასებზე ახდენდა ზეგავლენას, რევოლუციას მოწყურებულ ხალხზე, აი რევოლუციას გავაკეთებ, იქ შევვარდები, მე თვითონ გამოვიყვან სააკაშვილს, სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობს თურმე, როგორ ახლა წერენ გეგმას? თუ გეგმა არ ჰქონდა, მაშინ როგორ დააანონსა რევოლუციური ფორმატი. აი დღევანდელი დღე, რაც ვნახეთ, რა მოცემულობის წინაშე დავდექით, იყო კლასიკური მაგალითი.

თუ ფორმაში არ იყო, როგორ მოახდენდა რევოლუციას და როგორ შევარდებოდა „ვივამედში“ და როგორ გამოიყვანდა პრეზიდენტს?! რაღაც გეგმა ხომ უნდა ყოფილიყო, აი ეს იწვევს ნიჰილიზმს, მეტი არაფერი, რომ არაფერი გიჭირავს  ხელში და მოქალაქეებს ელაპარაკები, ამას გავაკეთებო“ - აღნიშნა დარეჯან ცხვიტარიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

დღის ამბები