გრემის რიგით 65-ე დაჯილდოებაზე, შოუს მთავარმა გმირმა დაიგვიანა და თითქმის, ყველაფერი გამოტოვა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტს მაინც მოუსწრო. ბიონსე ლოს-ანჯელესში საცობში მოხვდა, დაგვიანების მიზეზიც ეს იყო. გრემის ჯილდო რომ სამ ნომინაციაში მიიღო, მისვლისთანავე გაიგო.
მეოთხე კი დარბაზში უკვე თავად მომღერალს გადასცეს. ბიონსემ გრემის ჯილდოები გადათვალა და მიხვდა, რომ ყველაზე მეტი ოქროს გრამაფონის მფლობელი იყო. ცნობილმა ტელეწამყვანმა ჯეიმს გორდონმა ბიონსე გრემის მფლობელ რეკორდსმენად დაასახელა და ჯილდოს გადაცემის დროს, დარბაზს ფეხზე წამოდგომისკენ მოუწოდა.
გრემის 32 ჯილდო - ბიონსე პირველი რეკორდსმენი მომღერალი გახდა. გრემის წლევანდელ დაჯილდოებაზე ის ცხრა ნომინაციაში იყო წარდგენილი. აქედან ოთხ კატეგორიაში გაიმარჯვა. ვარსკვლავმა გრემი წლის საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულებისთვის, წლის საუკეთესო ცეკვისა და ელექტრონული ჩანაწერისთვის, საუკეთესო R&B სიმღერისთვის და საუკეთესო ცეკვისა და ელექტრონული ალბომისთვის მიიღო.
ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულმა ბიონსემ წლის საუკეთესო ალბომის ჯილდო წელსაც ვერ მოიპოვა. მთავარი პრიზი მას ჰარი სტაილსმა არ დაუთმო. ალბომი სახელად "ჰარის სახლი" გრემის ჯილდოს მფლობელია.
თუმცა დაჯილდოვებაზე თითქოს მხოლოდ ბიონსეზე საუბრობდნენ. აღმოჩნდა, რომ მომღერალ ლიზოსთვის შთაგონების წყარო სწორედ ბიონსე ყოფილა. ლიზომ წლის საუკეთესო ჩანაწერისთვის მუსიკალურ სამყაროში მთავარი პრიზი, - გრემი მოიპოვა. ამისთვის მადლობას, როგორც წესი ოჯახის წევრებს და შემოქმედებით მეგობრებს უხდიან. ლიზოს მადლიერების სიტყვა კი სცენიდან კი ბიონსეს ეკუთვნოდა.
მიყვარხარ - გზავნილი მადლობის ნიშნად სცენიდან კიმ პეტრასმა სემ სმიტს გაუგზავნა. მომღერლებმა კატეგორიაში წლის საუკეთესო პოპ დუეტი გაიმარჯვეს. გასაკვირი არ არის, რომ სიმღერა "უწმინდური", რომლიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჰიტად იქცა, გრემის ჯილდოს მფლობელია. კიმ პეტრასი კი პირველი ტრანსგენდერი ქალია, რომელმაც გრემი 2023-ზე საუკეთესო პოპ დუეტის ნომინაციაში გაიმარჯვა.
წლის საუკეთესო პოპ სოლო შემსრულებლად ადელი დასახელდა. ეს მომღერლისთვის პირველი გრემი არ ყოფილა. "ჩემთვის ადვილია" - ამ სიმღერით პირველობა მართლაც მარტივად მოიპოვა და გამარჯვება შველს მიუძღვნა.
გრემის დაჯილდოვების ცერემონიაზე წლის საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს გამარჯვებულიც გამოვლინდა. "ოქროს გრამაფონი ტეილორ სვიფტმა მიიღო. წლის საუკეთესო სიმღერად კი ბონი რეიტის — Just Like That დასახელდა.
მუსიკალური სამყაროს მთავარ ღონისძიებაზე ზოგიერთს გაუმართლა, ზოგისთვის კი დღე გრემის გარეშე დასრულდა. მაგალითად ჯგუფი Abba " ოთხ კატეგორიაში იყო ნომინირებული, თუმცა ვერც ერთის გამარჯვებული ვერ გახდა.
გრემის 65-ე დაჯილდოება კრიპტო არენაზე გაიმართა. ყველაზე პრესტიჟული ცერემონია მელომანებს ზუსტად ერთი წლით დაემშვიდობა.