4800-ამდე გაიზარდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სირიასა და თურქეთში. მხოლოდ თურქეთში სტიქიამ 3400-ამდე ადამიანი იმსხვერპლა.
სამაშველო ოპერაციები ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში უწყვეტად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვმა, შესაძლოა, 20 ათასს მიაღწიოს.
გუშინ მომხდარ მიწისძვრას ასობით განმეორებითი ბიძგი მოყვა. კვლავ მოსალოდნელია 5-6 მაგნიტუდის და მეტი სიმძლავრის ბიძგები.