26 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მხარდამჭერებთან ერთად პრემიერ-მინისტრის სახლთან გადაინაცვლეს

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარტიის ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ. თავმჯდომარემ სამოქმედო გეგმა გააჟღერა და აღნიშნა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო რეჟიმზე გადადის. პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას, მთავარი საპროტესტო ცენტრი დედაქალაქი იქნება - დაიგეგმება აქტივობები რეგიონებშიც.

პარტიის ოფისში მისული იყო ყოფილი თავმჯდომარეც. ხაბეიშვილის განცხადების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მხარდამჭერებთან ერთად პრემიერ-მინისტრის სახლთან გადაინაცვლეს. აქციაზე მელია აღარ გამოჩენილა.

დღის ამბები