26 ნოემბერი 2024,   20:45
ვრცლად
ინფორმაცია თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში სტამბოლსა და ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040 +905392208280

გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400

გენერალურ საკონსულოს ტრაპიზონში +905413262226

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 7,8 მაგნიტუდის ბიძგებს მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა თურქეთსა და სირიაში. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის ქალაქ გაზიანთეფიდან ჩრდილოეთით, სირიის საზღვრიდან დაახლოებით 90-მდე კილომეტრის მოშორებით იყო. ბიძგები კაიროშიც იგრძნობოდა.

თურქეთის ხელისუფლებამ განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა და დასახმარებლად საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა.

დღის ამბები