26 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
დიალიზის პროგრამა ფართოვდება - სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების პროგრამა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში იქნება ხელმისაწვდომი

საქართველოში დღეს დიალიზის პროგრამით 3000-მდე ადამიანი სარგებლობს. ესენია არიან ადამიანები, რომლებსაც მძიმე დაავადებასთან საბრძოლველად დიალიზის თერაპია კვირაში რამდენჯერმე სჭირდებათ. წლების განმავლობაში დიალიზის პრობლემამ ბენეფიციარები, იძულებული გახადა საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინათ და სხვა რეგიონში გადასახლებულიყვნენ - იქ სადაც სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების პროგრამით სარგებლობას შეძლებდნენ, ვინაიდან მათ ვისაც დიალიზის თერაპია ესაჭიროებოდათ, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების გავლა უწევდათ.

საკითხი განსაკუთრებით პრობლემური იყო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც ზამთარში, დიდთოვლობის გამო, გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ და იძულებულები იყვნენ რამდენიმე თვით სხვა რეგიონში წასულიყვნენ საცხოვრებლად. დიალიზის სახელმწიფო პროგრამა დიდი ხანია მოქმედებს. პროგრამა ეტაპობრივად ფართოვდება და სიცოცხლისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების მიღება ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში იქნება შესაძლებელი.

2022 წლის თებერვლამდე, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი იყო თბილისში, ზუგდიდში და კიდევ რამდენიმე ქალაქში. თებერვლის შემდეგ კი დიალიზის ცენტრი კიდევ 5 ქალაქსა და დაბაში გაიხსნა - მათ შორის ამბროლაურში, მესტიაში, თიანეთში, ლანჩხუთსა და ყაზბეგში. 2023 წელს კი დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომი გახდება ხულოში, ყვარელსა და ცაგერში. იგეგმება დიალიზის სერვისი გახსნა სამეგრელოშიც.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

 

დღის ამბები