26 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
თვითდაზიანება ვერასდროს იქნება სასჯელისგან თავის არიდების მეთოდი - რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში." საპარლამენტო უმრავლესობა ამბობს, რომ პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მედიკოსების მითითებები უნდა გაითვალისწინოს და კვების რაციონს გადახედოს. თვითდაზიანება კი ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ სასჯელს თავი აარიდოს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"სააკაშვილი რომ თვითდაზიანებაზე არის გადასული, ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად და ზუსტად იცის. ეს იციან მისმა მხარდამჭერებმაც, შესაბამისად, თვითდაზიანება ვერასდროს იქნება სასჯელისგან თავის არიდების მეთოდი, ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები