კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში შრომის საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. 2 დღიან ღონისძიებას 200-ზე მეტი ენდოკრინოლოგი და დაინტერესული პირი ესწრება.
ქართველ მედიკოსებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ ამერიკელი, ესპანელი, ჰოლანდიელი, თურქი და ქართველი ექსპერტები. კონფერენცია ინტერაქტიულ რეჟიმში მომდინარეობს.
"ჩემი გამოცდილება კოლეგებს გავუზიარე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეზე, ასევე საკითხზე რეკომენდაციები ინტერაქტიულ რეჟიმში განვიხილეთ. ხშირია შემთხვევები, როცა არასწორად ხდება ამ დაავადების ინტერპრეტაცია და დიაგნოსტირება," - აცხადებს პროფესორი ესპანეთიდან ხუან კარლოს გალოფრე.