მოდის სამყარო პაკო რაბანს ემშვიდობება. ესპანელი დიზაინერი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მოდის ლეგენდა კოსმოსური ერის ფუტურისტული დიზაინერების რიგებს მიეკუთვნებოდა. პაკომ სახელი მეტალის სამოსით გაითქვა.
მისი სილუეტები და ტექსტურები დროს წინ უსწრებდა. შედეგიც მალე დადგა- მისმა შემოქმედებამ არაერთ დიზაინერზე დიდი გავლენა იქონია. პაკო რაბანის სახელთან ასოცირდება სუნამოების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხაზიც.