26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
არსებობენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან უცხოურ ძალებს, რომლებსაც სურთ საქართველოში მეორე ფრონტი - გურამ მაჭარაშვილი გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე 

გუბაზ სანიკიძის განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სანიკიძის განცხადება კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ  საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო და სამწუხაროდ რჩება რეალურად.

"ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რასაც ვამბობდით, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იყო და სამწუხაროდ რჩება რეალურად. ამიტომაც, ჩვენ ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს ყოველთვის მოვუწოდებდით, ფრთხილად ყოფილიყვნენ. არსებობენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც ეხმარებიან უცხოურ ძალებს, რომლებსაც სურთ საქართველოში მეორე ფრონტი. ამისი ძალიან ნათელი კიდევ ერთი მტკიცებულებაა ის, რაც ბატონმა გუბაზმა მოგვაწოდა,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები