26 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
დიდი ერთობის შესაძლებლობა ამ წუთში ქვეყანაში არ არის, ეს არის ”გირჩი - მეტი თავისუფლების" შიდაპარტიული გადაწყვეტილება - ზურაბ ჯაფარიძე

პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ თავისი განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ დიდი ოპოზიცური ერთობა ვერ იქნება განმარტა და თქვა, რომ ეს შიდაპარტიული გადაწყვეტილებაა და ამის ახლა განხილვის რესურსს ვერ ხედავს. 

"ჩვენ რაც გავაჟღერეთ ეს არის ”გირჩი - მეტი თავისუფლების" შიდაპარტიული გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ერთობის შესაძლებლობას ეხება და რომლის შესაძლებლობაც ამ წუთში ქვეყანაში არ არის. ამიტომ, ამ საკითხის განხილვა შევთანხმდით რომ მომავალი წლისთვის გადაგვედო. ეს არ ეხება იმ კოორდინაციას, რომლიც ჩვენ გვაქვს "სტრატეგია აღმაშენებელთან", "დროასთან" და ბევრ იმ ადამიანთან, რომლებმაც 24 თებერვლის აქცია დააანონსა. ეს თანამშრომლობა ეხება უკრაინისა და ევროკავშირის საკითხებს. სხვა საკითხი არის დიდი ოპოზიციური გაერთიანება, რომელზეც მე ვმუშაობდი შარშან. ამის განხილვა კი მომავალი წლისთვის,"- აღნიშნავს პარტიის ”გირჩი - მეტი თავისუფლება” თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კი ამტკიცებს, რომ ერთიანობასთან დაკავშირებით, პარტიის გეგმებში არაფერი შეცვლილა.

"არაფერი არ შეცვლილა ჩვენი თანამშრომლობის ფორმატში, პირიქით, ვართ ერთად იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ჩაერთო 24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფში. ასე ერთობლივად ვაპირებთ გავაგრძელოთ ის ბრძოლა, რაც დავიწყეთ. ყველა ჩასაფრებულ ადამიანს, რომლის რატომღაც ძალიან ბედნიერი არის ხოლმე, როდესაც რაღაც დეზინფორმაციები გავრცელდება, ვეუბნები, რომ საქმეს მივხედოთ. ყველა ოპოზიციური პარტია როდესაც რაღაცას მოიფიქრებს, მზად ვარ ვესაუბრო,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. 

დღის ამბები