26 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
"ჩვენ არ დავტოვებთ დამპყრობლის არცერთ აგრესიულ ქმედებას უპასუხოდ"- ვოლოდიმირ ზელენსკი

"ჩვენ არ დავტოვებთ დამპყრობლის არცერთ აგრესიულ ქმედებას უპასუხოდ" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინამ მთელს მსოფლიოსთან ერთად არ უნდა შეწყვიტოს და კიდევ უფრო უნდა გაზარდოს გლობალური ზეწოლა რუსეთზე.

"ჩვენ არ დავტოვებთ დამპყრობლის არც ერთ აგრესიულ მოქმედებას უპასუხოდ. რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე აშკარაა. მაგრამ ტაქტიკურად მათ ჯერ კიდევ აქვთ რესურსები შეტევითი მოქმედებებისთვის.

ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რასაც ვაკეთებთ: გავაძლიეროთ ჩვენი მდგრადობა, ვიყოთ აბსოლუტურად გაერთიანებულნი ჩვენს მისწრაფებაში, მოვამაგარგოთ ჩვენი ჯარი ყველა საჭირო იარაღითა და აღჭურვილობით - ჩვენ უკრაინიდან ერთ ხმად უნდა ვესაუბროთ მსოფლიოს თავდაცვის მოწოდებაზე და გავზარდოთ გლობალური ზეწოლა რუსეთზე ყოველთვიურად," - აცხადებს ვოლოდიმირ ზლენეკსი

დღის ამბები