26 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
"სავარაუდოდ, საპირფარეშოში გავიდა და დახვდა ნადირი" - რას ჰყვებიან ლამისყანაში, სადაც მგელმა ადამიანი დაგლიჯა

ლამისყანაში, სადაც, სავარაუდოდ, მგელმა ადამიანი დაგლიჯა - ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში, ბოლო პერიოდში, შინაურ ცხოველებზე ნადირის თავდასხმები გახშირდა, თუმცა დღეს მომხდარი ფაქტი ადამიანზე თავდასხმის პირველი შემთხვევაა, შესაბამისად, სოფლის მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს პრობლემის მოგვარების და მგლებზე ნადირობის მოთხოვნით მიმართონ.

"მოვედი და ვნახე კიდურები ეყარა და პოლიცია, დანაწევრებული იყო ცხედარი, სხვა არაფერი მინახავს..." - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"მისი დედმამიშვილი, და მივიდა, გააღო  კარები და ძალიან ცუდი სიტუაცია დახვდა, დანაწევრებული სხეული. ზუსტად, რა მოხდა არ ვიცით, სავარაუდოდ, მგელი იყო, ან ტურა. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო ადგილზე" - ამბობს დაღუპულის მეზობელი

"ადამიანზე ეს პირველი შემთხვევაა, საქონელზე იყო შემთხვევები" - აღნიშნავს ერთ-ერთი მცხოვრები.

"შეიძლება გამოვიდა გარეთ ეზოში, საპირფარეშოში და სავარაუდოდ იქ დახვდა [ნადირი]... ვერ გეტყვით, რა იყო არ ვიცი..." - ვარაუდობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა ცხედარს. ახლა სწორედ ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, კონკრეტულად რამ იმსხვერპლა 72 წლის ავთანდილ ბერინაშვილი. 

 

დღის ამბები