26 ნოემბერი 2024,   20:41
ვრცლად
პრემიერი სოფლის მეურნეობის მინისტრს და მის მოადგილეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.

2023 წელს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით იზრდება და 200 მლნ ლარს შეადგენს. დაგეგმილია 10,000-ზე მეტი სესხის გაცემა, რომელიც 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. 2013 წლიდან 80 ათასამდე 5 მლრდ ლარის სესხია გაცემული.

გაგრძელდება მეტი ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობის მზარდი დინამიკა. დაგეგმილია 60-მდე ახალი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს თანადაფინანსება. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ამ პროგრამების ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 289 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამამუშავებელი 217 საწარმოს შექმნა თანადაფინანსდა 106 მლნ ლარით.

გაგრძელდება მრავალწლოვანი ბაღების გაშენების თანადაფინანსება. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, მიმდინარეობს სხვადასხვა მრავალწლოვანი კულტურის გაშენება, იზრდება იმპორტის ჩანაცვლებისა და ექსპორტის შესაძლებლობები. ეწყობა სეტყვის საწინააღმდეგო და სარწყავი სისტემები. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ახალი ბაღები 20 ათასზე მეტ ჰექტარზე გაშენდა. 2023 წელს, პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 35 მილიონ ლარს და დაგეგმილია 3,500-დან 4000 ჰა-მდე მრავალწლოვანი ხეხილის ბაღის გაშენება.

პრემიერის ინიციატივით, სახელმწიფომ 2022 წელს 50 მლნ ლარი გამოყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებისთვის. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად გაცემულია 66 მლნ ლარის თანადაფინანსება.

2023 წელს, პირველად განხორციელდება თხილის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. დღევანდელი მონაცემით, თხილის კადასტრში რეგისტრირებულია 68 ათასზე მეტი ბენეფიციარის 30 000 ჰექტრამდე თხილის ბაღი.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, მათ შორის, ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის 2023 წელს, 16 მლნ ლარამდე დაიხარჯება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია 103,368,263 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო, რაც 28%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე;

თევზის მეურნეობის სექტორის გასავითარებლად 2023 წლის დასაწყისში დადგინდება შავი ზღვის აკვატორიაში აკვაკულტურის ფერმების მოწყობისათვის კონკრეტული ზონები 10-მდე ლოკაციაზე. წარმოება 50 ათას ტონამდე ივარაუდება. ეს ხელს შეუწყობს მასშტაბური უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვას და თევზის წარმოების მნიშვნელოვან ზრდას.

დღის ამბები