26 ნოემბერი 2024,   20:46
ვრცლად
ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს, შეშფოთებულები ვართ - კელი დეგნანი მიხეილ სააკაშვილზე

არის სერიოზული მდგომარეობა, ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.

როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, სააკაშვილს ყველა საჭირო დახმარება უნდა აღმოუჩინონ.

"როგორც გუშინ ვიხილეთ, სერიოზული მდგომარეობაა, ჩემი და ბევრი სხვა ქვეყნის ხელისუფლება ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს, შეშფოთებულები ვართ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაა უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი იღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელიც მას სჭირდება, ესაა ის, რაზეც ყველა ჩვენგანი ფოკუსირდება. პირველ რიგში დავრწმუნდეთ, თუ რა არის მისი დიაგნოზი და რა სჭირდება მას, ამის შემდეგ იმაში, რომ ხელისუფლება აწვდის მას ამ მომსახურებას. ვაგრძელებთ ამ საკითხისთვის თვალყურის დევნებას,-აცხადებს კელი დეგნანი

დღის ამბები