26 ნოემბერი 2024,   20:44
ვრცლად
პირდაპირ მინდა გითხრათ რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გადინებას არავინ აპირებს - ბაჩო დოლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში სხვა პარტიებთან ურთიერთობის საკითხზე ისაუბრა.

დოლიძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გადინებას არავინ აპირებს, პირიქით, ისინი უფრო აქტიურები იქნებიან პროცესებში.

"ჩემთვის ძალიან ძვირფასია აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დასავლური ღირებულებებით არის და რომელიც ამ შემთხვევაში ჩვენთან, ყველასთან ერთად იბრძოლებს იმისათვის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი არ იყოს.

მე პირდაპირ მინდა გითხრათ რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" გადინებას არავინ აპირებს. სხვათაშორის სწორედ ამიტომ მიწევს ახლა ამ თემაზე ხაზგასმა, მუსირებდა თუნდაც სოციალური მედიით ამ საკითხზე საუბარი, რომ გინდა თუ არა თუ გაიმარჯვებს ერთი კანდიდატი, მეორეს გუნდმა შეიძლება პარტია დატოვოს. არა მეგობრებო, ჩვენ არსად არ მივდივართ, პირიქით, უფრო აქტიურები ვიქნებით აღნიშნულ პროცესებში, უბრალოდ, ჩვენს პოზიციებს სჭირდება გამყარება თვითონ პარტიაში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონში, ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური დღის წესრიგია, ამას ჩვენ ნორმალურად უნდა შევხვდეთ.

ასე რომ - ყველას დიდი მადლობა, ყველა პარტიას, თუნდაც რაღაც პიროვნული დადებითი შეფასებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ არა პიროვნებებმა "ნაციონალური მოძრაობიდან" ითანამშრომლონ სხვადასხვა პარტიასთან, არამედ პარტიებმა ითანამშრომლონ ერთმანეთში, იმიტომ რომ ჩვენ საერთო დიდი ბრძოლა გვაქვს წინ," - განაცხადა დოლიძემ.

დღის ამბები