ქართველი მსახიობი ჰოლივუდურ ფილმში, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ითამაშებს. ოსკარზე წარდგენილმა რეჟისორმა ედვარდ ბერგერმა მერაბ ნინიძე თავის ფილმში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
კონკლავის სიუჯეტი ვატიკანში ვითარდება და რომის პაპის არჩევის წესს გადმოსცემს, ნინიძე კი კინოსურათში ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
მერაბ ნინიძე უკვე რომშია, სადაც ფილმის გადაღებები დაიწყო. მხატვრული ფილმის შესახებ ამ ეტაპზე სრული ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა კურიერმა გადასაღები მოედნიდან რამდენიმე ფოტოსურათის მოპოვება მაინც შეძლო.
სანამ კონკლავს მაყურებელი ეკრანზე იხილავს, მერაბ ნინიძის სამსახიობო ოსტატობის ნახვა რუსთავი 2-ის მაყურებელს კვირაში ორჯერ შეუძლია. ექიმი ბალუზი, ამ სახელწოდების სერიალი სადაც მთავარ როლს სწორედ ნინიძე ასრულებს ჩვენს არხზე ყოველ შაბათ-კვირას 22 საათზე გადის.