26 ნოემბერი 2024,   20:51
ვრცლად
ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა, ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია - რატი ბრეგაძე 

ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა, ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია,-  ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ქმედება სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი:

"საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ჯანმრთელობისთვის საჭირო ღონისძიება, კერძოდ, პარენტერალური კვება, რომლის განხორციელებაც თავისუფლად არის შესაძლებელი იმ პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის, ვერ ტარდება თავად პატიმრის გამო და ექიმს არ ეძლევა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის სათანადო შესაძლებლობა. ხოლო ულტიმატუმი და თვითდაზიანებით მუქარა, ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. პატიმრის აღნიშნული ქმედება სხვა არაფერია თუ არა თვითდაზიანებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი, რაზეც პასუხისმგებელია თავად პატიმარი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ფორმით თვითდაზიანების წახალისებითა და მხარდაჭერით არის აქტიურად დაკავებული. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ როდესაც პატიმარი შიმშილობდა, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელი დაცვით, შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის - ანუ ჯანმრთელობის მდგომარეოობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ, შესაძლო, მოწამვლის მიერ ინფორმაციიის გავრცელებისთანავე, პატიმარ სააკაშვილს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე უნდა ითქავას, რომ იგი არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენაში. 

ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ ასევე გავუკეთეთ შეთავაზება მას, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ ხელს შევუწყობდით, თუმცა ამ შეთავაზებითაც არ ისერგებლეს მათ,"- განაცხადა რატი ბრეგაძემ. 

 

 

დღის ამბები