26 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და მისი გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი- რატი ბრეგაძე 

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პატიმარი სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ იუსტიციის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან.

"პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციული ქმედებები საზოგადოებისთვის, როგორც ყველას კარგად მოეხსენება არახალია.

შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისინი კერძო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ადამიანის ჯანმრთელობის საკითხის პოლიტიზებას და ამ საკითხით მანიპულირებასაც არ ერიდებიან. 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური კამპანია პატიმარ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასწორი საზოგადოების აღქმების ჩამოყალიბების, ემოციური ფონის ხელოვნურად გამძაფრების და სახელმწიფოს სამართლიანი მოქმედებების, განზრახ, უსამართლოდ წარმოჩენის მიზანს ემსახურება.

ზემოთ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის და აგრეთვე მისი პოლიტიკური გუნდის წევრების მხრიდან გუშინ შეგნებულად გავრცელდა ყალბი ინფორმაცია. იმის შესახებ, რომ თითქოს პატიმარი რეანიმაციულ განყოფილებაში იქნა გადაყვანილი. მკურნალობის საკითხებში ჩვენთვის სარწმუნოა სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები და არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა საზოგადოების შეცდომაში შეყვანისკენ მიზანმიმართული  უსაფუძვლო გამონათქვამები,"-აცხადებს რატი ბრეგაძე. 

დღის ამბები