დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს სამართალდამცველებმა. ოპერაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს თბილისში, სატვირთო მანქანაში ინახავდა. საუბარია დაახლოებით 240 ათასი ლარის ღირებულების პროდუქციაზე.
დანაშაული 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.