26 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში კიდევ ერთი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება - უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში საოკუპაციო ძალების მობილიზაცია მიმდინარეობს

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთში კიდევ ერთი მასშტაბური შეტევისთვის ემზადება. საუბარია დონეცკის ოლქზე, სადაც უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით საოკუპაციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს. NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებით, რუსეთმა 200 ათასამდე მოქალაქის მობილიზება შეძლო, პარალელურად კი სამხედრო თანამშრომლობას აღრმავებს ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან რათა შეიარაღება მიიღოს.

შეიარაღებას განაგრძობს უკრაინაც - ნორვეგიიდან გერმანული ლეოპარდები ფრონტზე უკვე მარტის თვეში ჩავა, გზაშია ამერიკული მძიმე სამხედრო ტექნიკაც. კიევი კი დასავლეთისგან ამჯერად თანამედროვე ავიაციასაც ითხოვს, თუმცა გერმანია და ამერიკა უარზე არიან, პოლონეთი და საფრანგეთი კი ფიქრობენ. დასავლეთის ქვეყნებთან მოლაპარაკებების პარალელურად ბრძოლები გრძელდება ქალაქ ბახმუტისთვის, სადაც რუსულ რაკეტებს დღეს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთი ბავშვის.

დღის ამბები