26 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
უკვე რამდენიმე დღეა ახალი ზელანდია მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის

უკვე რამდენიმე დღეა ახალი ზელანდია მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის. უხვი ნალექის გამო, კუნძულოვანი ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქი ოკლენდი განსაკუთრებით დაზარალდა. წყლის დონე ზოგიერთ ადგილზე ერთ მეტრსაც კი აჭარბებს. უცებ მოვარდნილმა წყლის ნაკადმა ქვეყნის მასშტაბით 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაკარგულებიც.

საგანგებო მდგომარეობაა ოკლენდსა და ვაიტომოში. რეკორდული ნალექის გამო ჩამოწვა მეწყერი. დატბორილია საცხოვრებელი სახლები და ბიზნეს ობიექტები, სტიქიის შედეგად ზოგიერთ ადგილზე სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებული ან შეზღუდულია.

წყლის ნაკადი იმდენად სწრაფად მოვარდა, რომ ადგილობრივებმა სტიქიისაგან ვერაფრის გადარჩენა ვეღარ მოასწრეს. ათასობით ადამიანი ამ დრომდე ელექტრო ენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. შექმნილი ვითარების გამო ხელისუფლებამ ადგილობრივების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. დაზარალებულები ახალი ზელანდიის ვიცე-პრემიერმა წითელი ჯვრის თანამშრომლებთან ერთად მოინახულა.

სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. სტიქიის გამო გადაიდო ასობით ავიარეისიც. სინოპტიკოსები ამინდის გამუჯობესებას უახლოეს დღეებში არ ვარაუდობენ.

დღის ამბები