26 ნოემბერი 2024,   22:21
ვრცლად
ვაჟა ფშაველას პოემა ანიმაციაში გააცოცხლეს - ალუდა ქეთელაურის ანიმაციურ ვარიანტს ქართველი მაყურებელი წლის ბოლოს იხილავს

ვაჟა ფშაველას პოემა ანიმაციაში გააცოცხლეს. ამბავი კაცზე რომელიც თემს განუდგა, - სწორედ ასე უწოდა პოემა ალუდა ქეთელაურის მულტიფიკაციურ ვერსიას ანიმატორმა გიორგი გაგლოშვილმა.

უცვლელია მხატვრული ნაწარმოების შინაარსი, დიალოგები და პერსონაჟები-ყველაფერი იმ სახით როგორც ეს 1888 წელს ვაჟა ფშაველამ დაწერა.

პოემის ანიმაციურ ნაწილზე მუშაობას "რეი 11-ის" შემოქმედებითი ჯგუფი ამ დრომდე აგრძელებს.

ალუდა ქეთელაურის ანიმაციურ ვარიანტს ქართველი მაყურებელი წლის ბოლოს იხილავს, მანამდე კი პოემას ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, ბერლინალეს კინოფესტივალზე აჩვენებენ.

ალუდა ქეთელაურის გარდა ანიმატორები სხვა ცნობილი პოემებისა და ზღაპრების პერსონაჟების გაციფრულებაზეც მუშაობენ.

დღის ამბები