26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება - საქსტატი მონაცემებს აქვეყნებს

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ბოლო თვის, ასევე წლის საშუალო მაჩვენებელი დღეს გამოაქვეყნა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შემდეგმა დარგებმა შეიტანა:

2022 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით რეკორდულად - 32 და 33 პროცენტით არის გაზრდილი საქონლის ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებიც. ტურიზმის აღდგენასთან ერთად, როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, ეს მონაცემები ეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, დადებით ტენდენციებს, მიმდინარე წლისთვისაც პროგნოზირებენ. იმედისმომცემი მოლოდინი, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებზეა დაფუძნებული. მაგალითად, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია "ფითჩმა" საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურობიდან პოზიტიურისკენ შეცვალა.

ეკონომიკაში ზრდის მიმართულებით მაღალი მაჩვენებლები, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, მოკლევადიანი ეფექტის მატარებელი იქნება. განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ მმართველი პარტიის წევრებს. უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს ნიშნავს, რაც კონკრეტული პროექტების განხორციელებას განაპირობებს და მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში დადებითად აისახება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ფულადი გზავნილები, საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი - ეს ის ფაქტორებია, რაც ანალიტიკოსების შეფასებით საქართველოში მაკროეკონომიკური პარამეტრების სტაბილურობას განსაზღვრავს. ექსპერტები მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ დადებითი ტენდენციები მომავალშიც შენარჩუნდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას ყოველთვიურად აწარმოებს.

დღის ამბები