26 ნოემბერი 2024,   22:18
ვრცლად
"[სააკაშვილის] წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი" - ეკა ხერხეულიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე, ლევან ხაბეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ იმ წერილს ეხმაურება, სადაც მიხეილ სააკაშვილი ხაბეიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც ეკა ხერხეულიძე წერს, პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს და თუ მართლა აწუხებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა, პატივი უნდა სცენ მას.

"მეგობრებო, ადრეულ ასაკში უნდა გვესწავლა, რომ პირადი წერილების გამოქვეყნებას ერთი მხარე არ წყვეტს. ორივეს თანხმობაა საჭირო. თუ მართლა ვწუხვართ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე,გავუფრთხილდეთ,პატივი ვცეთ. თორემ,წერილები ყველაზე ბევრი მე მაქვს, არასდროს მიკადრია გამოქვეყნება, თან, დარწმუნებული ვარ, ძალიანაც არ მოგეწონებათ შინაარსი. აბა,თქვენ იცით..."- წერს ეკა ხერხეულიძე. 

დღის ამბები