26 ნოემბერი 2024,   22:27
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილს საპარლამენტო საქმიანობის არც სურვილი აქვს და არც უნარი - მიხეილ სარჯველაძე 

რეალურად, ლევან ხაბეიშვილს შეიძლება დიდი სურვილი ჰქონდეს, რომ პარლამენტში არ იყოს. მას ამის სურვილი იმიტომ აქვს, რომ მას საპარლამენტო საქმიანობის არავითარი რესურსი არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის დატოვოს პარლამენტი, საკრებულო იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება.

"ეს კაცი არ არის დაბადებული საპარლამენტო საქმიანობისთვის. შესაბამისად, მას ამის არც სურვილი აქვს და არც უნარი. ახლა ცდილობს, რომ თავისი რადიკალიზაციის მცდელობები ამავე კონტექსტში შენიღბოს და პარლამენტში არსიარული დააბრალოს ბოიკოტს. როგორც ჩანს, ასეთი მოვლენები ხშირი იქნება, მაგრამ არ მგონია რომ ეს სწორი იყოს, როცა დეპუტატი იმუქრება ან სავაჭრო დისკუსიის გამართვას აპირებს დეპუტატის მანდატთან დაკავშირებით, ეს არ არის არც კეთილსინდისიერი და არც ლოგიკური საქციელი. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ დეპუტატის მანდატი ნიშნავს კონკრეტულ მოვალეობას და როცა ამით ვაჭრობ ან ამაზე უარს ამბობ, ეს სწორი საქციელი არ არის. მგონი, შემოსვლა-არშემოსვლის საკითხმა დიდი გაკვეთილი მისცათ, რომ ამ საკითხზე საუბარი აღარ წამოიწყონ. ეს არის შეცდომა, როცა ამ თემაზე საუბარს იწყებენ," განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები