26 ნოემბერი 2024,   22:47
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი მოლდოვას ვიცე-პრემიერს, ოლეგ სერებრიანს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა მოლდოვას რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერთან, ოლეგ სერებრიანთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი. აღინიშნა საქართველოსა და მოლდოვას შორის ტრადიციულად მეგობრულ ურთიერთობები და ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი ურთიერთმხარდაჭერა. საუბარი ასევე შეეხო ორი ქვეყნის ტერიტორიაზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და შერიგების პოლიტიკის განხორციელებას.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობაზე.
მხარეებმა განიხილეს  ევროპის კონტინენტზე შექმნილი რთული ვითარება და უსაფრთხოების გარემო. ამ მხრივ ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წინაშე  წარმოშობილ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებს. შეხვედრისას მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა იმ ნაბიჯებზე,  რომლებიც გადაიდგა საქართველოსა და მოლდოვას მხრიდან ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. საუბრისას აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პროგრესი და სამომავლო პერსპექტივები.

დღის ამბები