26 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
თუ გაუშვებენ მიხეილ სააკაშვილს, მე და "ნაციონალური მოძრაობა" მზად ვართ, ამის სანაცვლოდ დავტოვოთ საკრებულო, პარლამენტი და ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა დავიწყოთ მინუსებიდან - ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებას წინადადებით მიმართავს - თუ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ პარტია დატოვებს პარლამენტს, საკრებულოებს, დათმობს ცენტრალურ ოფისსაც. "ნაციონალური მოძრაობის" ახალმა თავმჯდომარემ განცხადება კლინიკა "ვივამედთან" გააკეთა.

"თუ გაუშვებენ მიხეილ სააკაშვილს, ამის სანაცვლოდ მე, ლევან ხაბეიშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მზად ვართ, დავტოვოთ პარლამენტი, დავტოვოთ საკრებულოები 500-ზე მეტმა წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისი გავუფორმოთ ირაკლი კობახიძეს და დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის მინუსებიდან. ოღონდ ამას უნდა მოჰყვეს შედეგი,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

 

 

დღის ამბები