26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
"ახლა იწყება თავდავიწყება, ხაბეიშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ის არის რევოლუციის, ქაოსის და არეულობის სიმბოლო" - გურამ მაჭარაშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მთავარი განხილვის საგანია. პროცესებს ეხმიანება პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი და აცხადებს, რომ ხაბეიშვილი არის არეულობის სიმბოლო, რომელსაც ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ქაოსი სურს. 

"რაც იყო ნაწინასწარმეტყველები "ნაციონალურ მოძრაობაში" ის ხდება. ეს აქამდე იყო ჟურნალი და ახლა იწყება თავდავიწყება. დღეს პირველი ცეცხლი გაიხსნა და ითქვა, რომ გამარჯვებულ მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არეულობა და ქაოსი არ იყოს პარტიაში.

თუმცა, მინდა შევახსენო ყველას, რომ გამარჯვებული მხარე არის ხაბეიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ჩემს უკან არის მერაბიშვილი-კეზერაშვილი და მე მინდა რევოლუცია. როგორ იქნება ახლა ეს განცხადება იმის გარანტი, რომ სადმე შეიძლება იყოს სიმშვიდე. პირდაპირ ამბობს ეს ადამიანი, რომ ის არის რევოლუციის, ქაოსის და არეულობის სიმბოლო," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.  სწორედ ამიტომ, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებისთანავე, დაკავებული თანამდებობები მელიას მხარდამჭერებმა დატოვეს. პარტიული პოსტებიდან წავიდნენ კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ბაჩო დოლიძე, გიორგი პატარაია და აჭარის ორგანიზაციის თავჯდომარე გიორგი კირთაძე. თუმცა ისინი ამბობენ, რომ პარტიის წევრებად დარჩებიან. როგორ გადანაწილდება ეს თანამდებობები, ჯერჯერობით უცნობია 

დღის ამბები