26 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
შესაძლოა, ჩვენ სულ მალე პოლიტიკურ ველზე ახალი პოლიტიკური ფიგურანტები ვიხილოთ, ღიად წინა პლანზე გამოსული, როგორიც არის კეზერაშვილი და მერაბიშვილი - გიორგი ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე "ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებულ მოვლენებს აფასებს. გიორგი ვოლსკის განცხადებით, შესაძლოა ქართულმა საზოგადოებამ პოლიტიკურ ველზე იხილოს ახალი ფიგურანტები, როგორებიც არიან მერაბიშვილი და კეზერაშვილი. 

"ეს კონკრეტული ადამიანები და ამ ადამიანების ირგვლივ გაერთიანებული კონკრეტული სუბიექტები ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას გარკვეული ფინანსური რესურსების და გარკვეული სტრატეგიის საშუალებით, რომელიც მათ გააჩნიათ.

შესაძლოა, ჩვენ სულ მალე პოლიტიკურ ველზე, ახალი პოლიტიკური ფიგურანტები ვიხილოთ, ღიად წინა პლანზე გამოსული, როგორიც არის კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი. როგორი შეფასება შეიძლება მიეცეს ამას, რა საკვირველია ეს გამოჩნდება 2024 წელს არჩევნებზე. მაგრამ იქამდე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება მცდელობები დესტაბილიზაციის და რევოლუციური სცენარის განვითარებისა," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.  სწორედ ამიტომ, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებისთანავე, დაკავებული თანამდებობები მელიას მხარდამჭერებმა დატოვეს. პარტიული პოსტებიდან წავიდნენ კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ბაჩო დოლიძე, გიორგი პატარაია და აჭარის ორგანიზაციის თავჯდომარე გიორგი კირთაძე. თუმცა ისინი ამბობენ, რომ პარტიის წევრებად დარჩებიან. როგორ გადანაწილდება ეს თანამდებობები, ჯერჯერობით უცნობია 

 

დღის ამბები