26 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართა

საქართველოში გრძელდება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ვიზიტი. ოლეგ სერებრიანი საკანონმდებლო ორგანოში იმყოფება. ის უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის. შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები, ევროპული პერსპექტივა და საპარლამენტო კავშირების გაღრმავება განიხლეს.

"3 ძირითადი საკითხი განვიხილეთ. ერთი უკავშირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს. საქართველოს და მოლდოვას აქვს მსგავსი პრობლემები, როგორც თვითონ უწოდებენ არაკონტროლირებადი ტერიტორიაა რა თქმა უნდა პრობლემა, ისევე როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

მეორე საკითხი იყო ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე; და მესამე იყო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები და რუსული აგრესია უკრაინაში. სამივე საკითხზე ჩვენ გვაქვს ერთობლივი პოზიცია," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.

დღის ამბები