26 ნოემბერი 2024,   22:33
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის კანცლერს და დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს და ავსტრიის დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა. ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა ფუნიკულიორზე ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს.

დღის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა მაღალი რანგის სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავად გააცილა.

ავსტრიის კანცლერი თბილისში ირაკლი ღარიბაშვილმა ვენაში ვიზიტის დროს დაპატიჟა. ვენაშიც და თბილისშიც ოფიციალური შეხვედრებისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ავსტრია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია და ორი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით უერთიერთობების გაღრმავებას გეგმავს. სტუმრის საზეიმო მიღების ცერემონიის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში შეხვედრები როგორც პირისპირ, ასევე გაფართოვებულ ფორმატში გაიმართა.

დღის ამბები