26 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
უმაღლესი ქულები, პირველი ემოცია და საერთაშორისო შეფასებები - ანასტასია გუბანოვა ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონია

ისტორიული ოქროს მედალი ფიგურულ ციგურაობაში - ანასტასია გუბანოვა ევროპის ჩემპიონია. ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, 20 წლის მოციგურავემ ანასტასია გუბანოვამ, პირველი ადგილი დაიკავა, როგორც მოკლე პროგრამაში, ისე თავისუფალ ციგურაობაში. ორივე დისციპლინის ჯამში კი 199.91 ქულა მოაგროვა და საქართველოს ნაკრებს ისტორიაში პირველი ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალში გასულ 24 მონაწილეს შორის, გუბანოვა ბოლო გამოდიოდა. თავისუფალი პროგრამის დროს, მან მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, სამმაგი ფლიპის შესრულებისას, თუმცა საბოლოო ჯამში, 130.10 ქულა დაიმსახურა, რაც ტიტულისთვის საკმარისი აღმოჩნდა. საქართველოს ნაკრების წევრმა ჩამოიტოვა მთავარი კონკურენტები, ბელგიელი ლუნა ჰენდრიკსი და 16 წლის შვეიცარიელი სენსაცია კიმი რეპონი, რომლებიც ტურნირის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ.

ევროპის ჩემპიონატებზე ეს პირველი ოქროა არა მარტო სპორტსმენისთვის, არამედ ქვეყნისთვის, როგორც ფიგურულ ციგურაობაში, ისე სპორტის ზამთრის სახეობებში. სპორტის ამ სახეობაში საქართველოს სულ სამი მედალი აქვს მოპოვებული, სამივე ბრინჯაო - ორი მედალი ელენე გედევანიშვილის ანგარიშზეა (2010, 2012), ერთიც მორის ყვითელაშვილის (2020). გუბანოვამ საქართველოს სახელით ევროპის ჩემპიონატზე პირველად შარშან იასპარეზა და მე-7 ადგილი დაიკავა.

დღის ამბები