26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბასკეთის მხარდაჭერა, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბასკეთის ავტონომიურ რეგიონში შევხედრებს მართავს - ბოლო აუდიენცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა. ბასკეთის რეგიონის პირველმა პირმა რეზიდენციაში მიიღო ირაკლი კობახიძე, რომელიც იქამდე პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელს შეხვდა.

ოფიციალური ცნობით, საუბარი ძირითადად შეეხებო საქართველოს ევროინტეგრაციას, ბასკეთის რეგიონთან თანამშრომლობას და ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და ქართული დელეგაციის შეფასებით, მსგავს შეხვედრებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება.

"განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც დაკავშირებულია ურთიერთობებთან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბასქეთის მხარის მხარდაჭერა, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთი ამ წლის მეორე ნახევარში გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.

მათი მხრიდან არის ძალიან დადებითი განწყობა, რაც ფიქსირდებოდა ყველა შეხვედრაზე და გვაქვს შესაბამისად მათი მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი," - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ საქართველოს ბასკეთის ურყევი მხარდაჭერის იმედი აქვს.

"პოლიტიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ესპანეთი ხდება 2023 წლის მეორე ნახევარში თავმჯდომარე ქვეყანა და სწორედ ამ პერიოდში მოხდება ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა და ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთის ხელისუფლების პოზიცია იყოს ძალიან მყარი და მკაფიო. ჩვენ ბასკეთის ურყევი მხარდაჭერის იმედი გვაქვს და შესაბამისად ბასკეთის ეს პოზიცია ბოლომდე გაზიარებული იქნება მთლიანად ესპანეთის ხელისუფლების მხრიდან," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები