32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა პაკისტანში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას. დაშავებულია 150 ადამიანი, მათი დიდი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია.
შემთხვევა ქალაქ პეშავარში მოხდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულთა შორის არიან პოლიციელებიც. აფეთქების მომენტში მეჩეთში 260 ადამიანი იმყოფებოდა.
ნანგრევებიდან ადამიანების ამოსაყვანად ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.