26 ნოემბერი 2024,   22:46
ვრცლად
3 რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობამ 20 მილიონი გამოყო

3 რეგიონში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობამ 20 მილიონი გამოყო. გურიაში, სამეგრელოსა და იმერეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია.

თანხები რეგიონებში ზარალის მიხედვით გადანაწილდება, ამის შესახებმთავრობის სხდომის შემდეგ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

"მთლიანობაში, 20 მილიონი ლარის ზიანზეა საუბარი, რომელიც ძალიან დიდია. თვითმმართველობებისგან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ. დაზუსტდება ყველაფერი, მაგრამ პირველადი ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ამ ეტაპზე, 20 მილიონ ლარზეა საუბარი,"- აცხადებს ქარსელაძე.

დღის ამბები