26 ნოემბერი 2024,   22:48
ვრცლად
ისტორიის არცერთ ეტაპზე ენმ-ს არ უმოქმედია საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე - ვოლსკი "ხალხის ძალის" განცხადებას გამოეხმაურა

"ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას, როგორც მმართველ გუნდში ასევე ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ განცხადების შინაარსი ჩამოუყალიბებელია.

"მე მგონია, რომ ამ ხალხს რაღაც არეული აქვს ტვინთან, როცა უნდათ ოპოზიციაზე იძახიან დასავლეთის გლობალური ომის ძალებია, მერე შემოაბრუნებენ საღერღელს და ამბობენ რუსული ძალები არიანო. მერე იძახიან 2008 წლის ომი ამათმა დაიწყესო. ჩამოყალიბდნენ ეს ადამიანები და ვუპასუხებთ ერთხელდასამუდამოდ,"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" სჩვევია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ენმ-ს საქართველოს ინტერესებზე არასდროს უზრუნია.

"ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ნებისმიერი ადამიანი ვინც გადაწყვეტს, რომ პოპულარულობა მოიპოვოს იმითი, რომ გარეშე მხარდაჭერამ განაპირობოს მისი სიძლიერე და სტაბილურობა არის იმ ქვეყნისთვის მიუღებელი, რომელ ქვეყანაშიც ის მოღვაწეობს. ენმ-ს ეს ნიშანი ჰქონდა ყოველთვის გინდა ტერიტორიების დაკარგვის წინა პერიოდი გაიხსენეთ, როცა ევროკავშირი და აშშ სხვა საგზაო რუკას სთავაზობდნენ გინდა ის უამრავი გაყიდული სტრატეგიული ობიექტი. ისტორიის არცერთ ეტაპზე ენმ-ს არ უმოქმედია საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე,"- აცხადებს ვოლსკი.

დღის ამბები